Friday, January 25, 2013

შეხვედრა ქართველ Googler-ებთან, კრაკოვის ოფისიდან !



მიუხედავად იმისა რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ქართველი Googler-ები მსოფლიოს გარშემო თითქმის ყველა ოფისში არიან :) 

2013 წლის 25 იანვარს, ქართველი სტუდენტები და დეველოპერები Google–ის კრაკოვის ოფისის ქართველ თანამშრომლებს გიორგი ლეკვეიშვილს და გიორგი კვირკვიას შეხვდნენ. 

 

Friday, January 4, 2013

შეხვედრა ქართველ Googler სანდრო ჭიაურელთან !




GDG თბილისმა ახალი 2013 წელი ქართველ Googler სანდრო ჭიაურელთან შეხვედრით დაიწყო. სანდრო ჭიაურელი Google–ის დუბლინის ოფისში მუშაობს მისი ერთ–ერთი პროდუქტის – Google Adwords–ის მიმართულებით და მის კომპეტენციას უკრაინის ბაზარი წარმოადგენს. 

4 იანვარს, საღამოს 7 საათზე, "ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბში" სანდრო GDG თბილისის წევრებს შეხვდა. 

შეხვედრის განმავლობაში ქართველი Googler-ი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა უპირატესობები გააჩნია Google–ის პროდუქციას და როგორ უნდა მოხდეს მათი ქართულ ბაზარზე მორგება. 

გარდა ამისა, სანდრო ქართველ სტუდენტებს საკუთარი განვლილი გზის შესახებ მოუყვა, გააცნო, თუ როგორია მუშაობდე ისეთ კომპანიაში, როგორიც Google–ია. შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა მოწვეული სტუმრისაგან მცირე რჩევებიც მიიღეს, თუ როგორ შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა Google–ში.