Sunday, February 3, 2013

GDG თბილისის 1 წლის იუბილე 3 თებერვალს აღინიშნა


3 თებერვალს 50 სტუმრით, დაბადებისდღის ქუდებით, სასიამოვნო მუსიკით, საჩუქრებით და საზეიმო ტორტით GDG თბილისმა 1 წლის იუბილე აღნიშნა.

წვეულებას ესწრებოდნენ თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის აქტიური წევრები,   წარმატებული ქართული IT კომპანიებისა და უნივერსიტეტის წარმომადგნლები,  GDG -ის მეგობარი კომპანიები და მხარდამჭერები.
  
წვეულების ფარგლებში:

 * მოხდა განვლილი 1 წლის შეჯამება და სამომავლო 2013 წლის გეგმების გაცნობა. (პრეზენტაცია)

* მოხდა სხვა ქვეყნის GDG–ებისა და Google-ის თანამშრომლების მილოცვების ჩვენება

* მოეწყო ვიქტორინა Google-ის პროდუქციის შესახებ, გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ   GDG თბილისის სიმბოლიკის წამახალისებელი პრიზებით.