Saturday, June 15, 2013

Ecahack თბილისი - ჰაკათონი 28-30 ივნისს !


28-30 ივნისს, თბილისში  ecaHack ჰაკათონი, ანუ მარათონი კოდირებაში, გაიმართება. ღონისძიება დროის მოკლე პერიოდში კოდის წერის და ჯგუფური მუშაობის ექსტრემალური, უნიკალურ, საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს. 

ecaHackღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20 ქალაქში იმართება. თბილისის შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი, საქართველოს სახელით ბუქარესტში ფინალურ ჰაკათონზე გამეგზავრება. გამარჯვების შემთხვევაში კი 3 თვიან მენტორულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მეშვეობითაც დახვეწავს საკუთარ ბიზნეს იდეას და მას მსოფლიო დონის IT Startup -ად აქცევს. 

პლატფორმა: 
მარათონი ანდროიდის პლატფორმაზე დაფუძნებულ მობილური აპლიკაციების შექმნას მოიაზრებს.თუმცა, მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ გუნდებსაც რომლებიც სხვა მობილურ პლატფორმაზე შექმიან აპლიკაციებს.



თემატიკა


პროექტის მიზანია მონაწილეებმა შექმნან ისეთი აპლიკაციები რომლებიც პასუხობენ ადგილობრივ და რეგიონალურ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და ინტერესებს.


გუნდში წევრების რაოდენობაა 2 - 3 ადამიანი.


მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 25 ივნისამდე, წინასწარი რეგისტრაცია.

როგორც პირველ ასევე მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებს ჩვენი სპონსორებისაგან დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცემა. პირველი გუნდი კი თავისთავად ბუქარესტის საგზურს მიიღებს.

3 დღიანი ღონისძიების განმავლობაში, მოწვეული სტუმრები Google, Linkedin, Cisco და სხვადასხვა IT კომპანიებიდან ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა ტექნოლოგიურ მეწარმეობა, სტარტაპინგი, სოციალურ მედია-მარკეტინგი და სხვა. თუ გსურთ მხოლოდ ამ ორ ღონისძიებაზე დასწრება, აუცილებელია წინასწარ დარეგისტრირება. ადგილები შეზღუდულია.


ecaHack თბილისის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი” დაახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი”.

ღონისძიების სპონსორები არიან: კომპანია Samsung, კომპანია Gulf  და საქართველოს უნივერსიტეტი.

გლობალურ დონეზე ecahack ჰაკათონს მხარს უჭერს Alcatel One touch.  



დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
ნინო ნანიტაშვილი, გიორგი კინწურაშვილი,
599210067, 555281868

1 comment:

  1. ძალიან მაგარი იყო - საინტერესო ადამიანები, პროექტები... გარემო

    ReplyDelete