Wednesday, September 25, 2013

3D Modeling Challenge


DevFest Tbilisi 2013-ის ფარგლებში, 18 ოქტომბერს გაიმართება შეჯიბრი 3D მოდელირებაში, მოკლე დროში, შენობების მოდელირებაში 3D პროგრამით. კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად. პირველ ტურში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერ მსურველს ვინც თვლის რომ ფლობს 3D პროგრამას (3Ds Max).პირველი კონკურსის გამოცხადების შემდეგ,მონაწილეებს ეძლევათ 10 საათი შენობის მოდელის დასრულებისთვის და ნამუშევრების ჩაბარებისათვის. სპეციალური ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო ნაშრომს,რომელთა ავტორებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მეორე – ფინალურ ეტაპზე.


კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება 18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. კონკურსის პირობებს მონაწილეები გაეცნობიან ადგილზე.


  1. კონკურსზე გამოყენებული იქნება პროგრამები: 3Ds max 2012  და Adobe Photoshop cs5
  2. მეორე კონკურსისთვის მონაწილეებს ექნებათ უფლება მოიტანონ თავიანთი კლავიატურა და მაუსი



პირველი კონკურსის თარიღი : 10-12 ოქტომბერი
მეორე კონკურსის თარიღი    : 18 ოქტომბერი

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს პრიზს კომპანია "სამსუნგისაგან".


მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა

Tuesday, September 17, 2013

DevFest Hackathon


Google–ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით, ყოველწლიური გლობალური დეველოპერული ფესტივალი წელს მეორედ გაიმართება. ყველაზე მასშტაბური IT ღონისძიება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ დეველოპერს უმასპინძლებს. 

DevFest Tbilisi 2013-ის ფარგლებში, 19–20 ოქტომბერს გაიართება ჰაკათონი – დეველოპერული შეჯიბრი მოკლე დროში ანდროიდის მობილური აპლიკაციების შექმანაში. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მთავარია ფლობდეთ ანდროიდს, გქონდეთ ინოვაციური იდეა და გყავდეთ 2–3 წევრისაგან შემდგარი გუნდი.

სპეციალურიად ჰაკათონის მონაწილეებისათვის 17 ოქტომბერს ჩატარადრება ტრეინინგი კრეატიულ აზროვნებაში "ინოვაციური ცოდნის აკადემიის მიერ", ხოლო 18 ოქტომბერს, ანდროდის ვორქშოპი სასტუმრო რედისონში, რომელსაც უცხოელი სპეციალისტი გაუძღვება.

იდეების თემატიკა: ტურიზმი და სოფლის მეურნეობა
სამუშაო პლატფორმა :
ანდროიდი
სამუშაო საათები: 19–20 ოქტომბერი – 10:00–19:00
გუნდში წევრების რაოდენობაა: 2 - 3 ადამიანი.

ჰაკათონის დასრულების შემდეგ თითოეული გუნდი წარსდგება 4 წუთიანი პრეზენტაციით სპეციალური ჟიურის წინაშე, რომელიც მონაწილეებს სპეციალურად შედგენილი კრიტერიუმებით შეაფასებს.

ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა.


გამარჯვებული მიიღებს ფასიან პრიზებს კომპანია "სამსუნგისაგან".

კომპანია "პალიტრა მედია" საკუთარ რჩეულ გუნდს დაეხმარება ინვესტორების მოძიებასა და იდეის სტარტაპად ქცევაში.

DevFest თბილისის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,“თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი” და “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი”.

დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :

გიორგი კინწურაშვილი
GDG თბილისის მენეჯერი
Tel: 555 281868
E-Mail: giorgi.kinn@gmail.com


მიშო ბერიანიძე
GDG თბილისის მენეჯერი
Tel: 557708807

E-Mail: mishober@gmail.com

Tuesday, September 10, 2013

Weekend MiniHack



14-15 სექტემბერს, GDG თბილისის ოფისში გაიმართება მინი ჰაკათონი Weekend MiniHack. ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 13 სექტემბრის 15:00 საათამდე. თქვენ გელით კომფორტული გარემო, პუფები, კარგი wi-fi და სნექები. 

სამუშაო პლატფორმა : ანდროიდი
სამუშაო საათები: 13:00-19:00

ჰაკათონში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 3 ადამიანი.

გამარჯვებულს GDG თბილისისგან გადაეცემა მცირე პრიზები (Google-ის აქსესუარები).