Friday, March 21, 2014

Women Techmakers Tbilisi - გლობალური ღონისძიება საქართველოში



Women Techmakers კომპანია Google–ის მიერ წამოწყებული პროექტია, რომელიც Google-ის დეველოპერების გუნდში შეიქმნა და Google[X] -ის ვიცე პრეზიდენტის მეგან სმიტის ხელმძღვანელობით რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. 

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, Google -ის ინიციატივით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა Women Techmaker ღონისძიება რომლის მიზანია IT სფეროში ქალების ჩართულობის ზრდა, ახალგაზრდების წახალისება და მათი პროდესიულ ზრდის მხარდაჭერა; წარმატებული ქალი ინჟინრების, დიზაინერების, დეველოპერების გამოსვლებით სფეროს განვითარებაში მათი მნიშვნელობის ხაზგასმა; ქალ და მამაკაც დეველოპერებს შორის ინტეგრაციის, რესურსების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

Women Techmakers თბილისი: საქართველო თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით მსგავს ღონისძიებას 29 მარტს უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ Women Techmakers თბილისი ორიენტირებული იქნება ქალებსა და ქალ დეველოპერებზე, იგი არ გამორიცხავს მამაკაცების ჩართულობას. პირიქით, პროექტის მიზანია ქალების ჩართულობის ზრდა, მამაკაცების აქტიურობის დონის შენარჩუნების ფონზე.

ღონისძიება მოიცავს:
• ტექნოლოგიურ საუბრებს/სემინარებს;
• სპიკერების პანელს, სადაც IT სფეროში ჩართული ქალები დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, მისცემენ რჩევებს, ისაუბრებენ არსებულ გამოწვევებზე და ზოგადად განიხილავენ აღნიშნული სფეროს პერსპექტიულობას;
• სხვა სახის აქტივობებს რომლის მიზანია ტექნოლოგიების პოპულარიზება და მონაწილეების ერთმანეთთან დაკავშირება.

Women Techmakers თბილისზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. რეგისტაციის გავლა შესაძლებელია ელექტორნული ფორმის საშუალებით.

ღონისძიება გაიმართება სასტუმრო Holiday Inn თბილისში, დაწყების დრო 12 საათი. 


Women Techmakers თბილისის ოფიციალური მხარდამჭერია კომპანია Google. 

თუ გსურთ Speechით გამოსვლა ან პანელში მონაწილეობა დაგვიკავშირდით.



Tuesday, February 11, 2014

Android Developer Days 2014


GDG ანკარა იწყებს აპლიკაციების მიღებას Android Developer Days-თვის, რომელიც 16–17 მაისს ქ. ანკარაში გაიმართება. მონაწილეობა შეგიძლიათ როგორც სპიკერს, ისე უბრალო დასწრების მსურველს. 

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

https://docs.google.com/document/d/1LGHOzGIezSXDRBDS0pUC5MIkP3L8aE2txA4ztMjOowc/edit

Tuesday, January 7, 2014

Christmas MiniHack



შაბათს, 18 იანვარს, GDG თბილისის და "ახალგაზრული ინოვაციების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართება საშობაო მინი ჰაკათონი.

იდეების თემატიკა: Free
სამუშაო პლატფორმა : Web, Chrome, Chrome Extensions. 
სამუშაო საათები: 18 იანვარი – 10:00–20:00
გუნდში წევრების რაოდენობაა: 2 - 3 ადამიანი.

ჰაკათონის დასრულების შემდეგ თითოეული გუნდი წარსდგება 4 წუთიანი პრეზენტაციით სპეციალური ჟიურის წინაშე, რომელიც მონაწილეებს სპეციალური კრიტერიუმებით შეაფასებს
ჟიურის წევრები იქნებიან : საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ICT და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ქაშიბაძე და საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული წინსვლისა და სტუდენტურ საქმეთა ცენტრის პრეზიდენტი – გიორგი ყანჩაველი და Google-ის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერები: გიორგი კინწურაშვილი და მიხეილ ბერიანიძე.

გამარჯვებული გუნდი მიიღებს Google–ის აქსესუარებს GDG თბილისისგან.

რა თქმა უნდა გვექნება ბევრი "სნექი" :))

ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია არაუგვიანეს 16 იანვრისა მისამართზე:

https://docs.google.com/forms/d/1SsiXQsnAy_zDjlWlMCjQJk5FQIuTudi5ZuNy7m8hJAk/viewform

Christmas MiniHack-ის ორგანიზატორები არიან“თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი” და “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი”.

Sunday, October 20, 2013

GDG DevFest - Day 4

       

დღეს, 20 ოქტომბერს, GDG DevFest-ის ფარგლებში იმართება მე-4 საკონფერენციო დღე. 

დღის განმავლობაში საუბარი იქნება ისეთ თემებზე, როგორებიცაა: Angular JS, Chrome Extensions, Gradle (Android) და UI Testing. კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ:
16:00-16:30 - Angular JS - Valentyn Shybanov - GDG Kyiv
16:30-17:15 - Chrome Extensions: Development Basics - Manvel Saroyan - GDG Armenia, Chrome Incognito-ს ბერლინის საერთაშორისო ჰაკათონის გამარჯვებული
17:15 - 17:45 - Gradle - Vitaliy Zasadnyy - GDG Lviv
17:45 - 18:30 - From Solo to Automation (UI Testing) - Peter Kaleta - GDG Poznan
კონფერენცია გაიმართება სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში". დასწრება თავისუფალია.

კონფერენციის შემდეგ მოხდება ანდროიდის ჰაკათონზე და 3D მოდელირების კონკურსზე შექმნილი ნამუშევრების შეფასება და გამარჯვებული დაჯილდოვება.

                                      

Wednesday, September 25, 2013

3D Modeling Challenge


DevFest Tbilisi 2013-ის ფარგლებში, 18 ოქტომბერს გაიმართება შეჯიბრი 3D მოდელირებაში, მოკლე დროში, შენობების მოდელირებაში 3D პროგრამით. კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად. პირველ ტურში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერ მსურველს ვინც თვლის რომ ფლობს 3D პროგრამას (3Ds Max).პირველი კონკურსის გამოცხადების შემდეგ,მონაწილეებს ეძლევათ 10 საათი შენობის მოდელის დასრულებისთვის და ნამუშევრების ჩაბარებისათვის. სპეციალური ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო ნაშრომს,რომელთა ავტორებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მეორე – ფინალურ ეტაპზე.


კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება 18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. კონკურსის პირობებს მონაწილეები გაეცნობიან ადგილზე.


  1. კონკურსზე გამოყენებული იქნება პროგრამები: 3Ds max 2012  და Adobe Photoshop cs5
  2. მეორე კონკურსისთვის მონაწილეებს ექნებათ უფლება მოიტანონ თავიანთი კლავიატურა და მაუსი



პირველი კონკურსის თარიღი : 10-12 ოქტომბერი
მეორე კონკურსის თარიღი    : 18 ოქტომბერი

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს პრიზს კომპანია "სამსუნგისაგან".


მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა

Tuesday, September 17, 2013

DevFest Hackathon


Google–ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით, ყოველწლიური გლობალური დეველოპერული ფესტივალი წელს მეორედ გაიმართება. ყველაზე მასშტაბური IT ღონისძიება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ დეველოპერს უმასპინძლებს. 

DevFest Tbilisi 2013-ის ფარგლებში, 19–20 ოქტომბერს გაიართება ჰაკათონი – დეველოპერული შეჯიბრი მოკლე დროში ანდროიდის მობილური აპლიკაციების შექმანაში. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მთავარია ფლობდეთ ანდროიდს, გქონდეთ ინოვაციური იდეა და გყავდეთ 2–3 წევრისაგან შემდგარი გუნდი.

სპეციალურიად ჰაკათონის მონაწილეებისათვის 17 ოქტომბერს ჩატარადრება ტრეინინგი კრეატიულ აზროვნებაში "ინოვაციური ცოდნის აკადემიის მიერ", ხოლო 18 ოქტომბერს, ანდროდის ვორქშოპი სასტუმრო რედისონში, რომელსაც უცხოელი სპეციალისტი გაუძღვება.

იდეების თემატიკა: ტურიზმი და სოფლის მეურნეობა
სამუშაო პლატფორმა :
ანდროიდი
სამუშაო საათები: 19–20 ოქტომბერი – 10:00–19:00
გუნდში წევრების რაოდენობაა: 2 - 3 ადამიანი.

ჰაკათონის დასრულების შემდეგ თითოეული გუნდი წარსდგება 4 წუთიანი პრეზენტაციით სპეციალური ჟიურის წინაშე, რომელიც მონაწილეებს სპეციალურად შედგენილი კრიტერიუმებით შეაფასებს.

ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა.


გამარჯვებული მიიღებს ფასიან პრიზებს კომპანია "სამსუნგისაგან".

კომპანია "პალიტრა მედია" საკუთარ რჩეულ გუნდს დაეხმარება ინვესტორების მოძიებასა და იდეის სტარტაპად ქცევაში.

DevFest თბილისის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,“თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი” და “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი”.

დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :

გიორგი კინწურაშვილი
GDG თბილისის მენეჯერი
Tel: 555 281868
E-Mail: giorgi.kinn@gmail.com


მიშო ბერიანიძე
GDG თბილისის მენეჯერი
Tel: 557708807

E-Mail: mishober@gmail.com

Tuesday, September 10, 2013

Weekend MiniHack



14-15 სექტემბერს, GDG თბილისის ოფისში გაიმართება მინი ჰაკათონი Weekend MiniHack. ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 13 სექტემბრის 15:00 საათამდე. თქვენ გელით კომფორტული გარემო, პუფები, კარგი wi-fi და სნექები. 

სამუშაო პლატფორმა : ანდროიდი
სამუშაო საათები: 13:00-19:00

ჰაკათონში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 3 ადამიანი.

გამარჯვებულს GDG თბილისისგან გადაეცემა მცირე პრიზები (Google-ის აქსესუარები).