Google Developers Group – (ადრე ცნობილი როგორც Google Technology Users Group - GTUG) არის დეველოპერების ჯგუფი რომლებიც დაინტერესებული არიან Google-ის ტექნოლოგიებით, დაწყებული Android, App Engine და Google Chrome -ის პლატფორმებით, დამთავრებული Maps API, YouTube API და Google Calendar API -ით.
GDG –ის ღონისძიებებმა შესაძლოა სხვადასხვა ფორმა მიიღოს, იქნება ეს უბრალო შეკრება Google-ის სიახლეების განსახილვლეად, Tech Talk ლექციები, პანელური დისკუსიები, ონლაინ სემინარები Google-ის თანამშრომლებისგან, CodeLab, Hackathon და ა.შ.
Google Developers Groups მსოფლიოს 85 ქვეყანასა და 256 ჯგუფს აერთიანებს. მათ შორის არის GDG თბილისი, რომელიც ამ Google-ის ოფიციალურ გლობალურ ქომუნითის 2012 წლის იანვარში შემოუერთდა.
GDG თბილისის ლოგოტიპი GDG -ის ოფიციალური გვერდი
თბილისი GTUG
"Disclaimer: GDG Tbilisi is an independent group; our activities and the opinions expressed on this Page should in no way be linked to Google, the corporation."
"განაცხადი: GDG თბილისი არის დამოუკიდებელი ჯგუფი; ამ გვერდზე გამოხატული ჩვენი საქმიანობა და მოსაზრებები, არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება დაუკავშირდეს Google-ს, კორპორაციას"
No comments:
Post a Comment