Showing posts with label შეხვედრები. Show all posts
Showing posts with label შეხვედრები. Show all posts
Tuesday, April 23, 2013
Sunday, March 24, 2013
Sunday, February 3, 2013
GDG თბილისის 1 წლის იუბილე 3 თებერვალს აღინიშნა
3 თებერვალს 50 სტუმრით, დაბადებისდღის ქუდებით, სასიამოვნო მუსიკით, საჩუქრებით და საზეიმო ტორტით GDG თბილისმა 1 წლის იუბილე აღნიშნა.
წვეულებას ესწრებოდნენ თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის აქტიური წევრები, წარმატებული ქართული IT კომპანიებისა და უნივერსიტეტის წარმომადგნლები, GDG -ის მეგობარი კომპანიები და მხარდამჭერები.წვეულების ფარგლებში:
* მოხდა განვლილი 1 წლის შეჯამება და სამომავლო 2013 წლის გეგმების გაცნობა. (პრეზენტაცია)
* მოხდა სხვა ქვეყნის GDG–ებისა და Google-ის თანამშრომლების მილოცვების ჩვენება
* მოეწყო ვიქტორინა Google-ის პროდუქციის შესახებ, გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ GDG თბილისის სიმბოლიკის წამახალისებელი პრიზებით.
Friday, January 25, 2013
შეხვედრა ქართველ Googler-ებთან, კრაკოვის ოფისიდან !
Friday, January 4, 2013
შეხვედრა ქართველ Googler სანდრო ჭიაურელთან !
GDG თბილისმა ახალი 2013 წელი ქართველ Googler სანდრო ჭიაურელთან შეხვედრით დაიწყო. სანდრო ჭიაურელი Google–ის დუბლინის ოფისში მუშაობს მისი ერთ–ერთი პროდუქტის – Google Adwords–ის მიმართულებით და მის კომპეტენციას უკრაინის ბაზარი წარმოადგენს.
შეხვედრის განმავლობაში ქართველი Googler-ი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა უპირატესობები გააჩნია Google–ის პროდუქციას და როგორ უნდა მოხდეს მათი ქართულ ბაზარზე მორგება.
გარდა ამისა, სანდრო ქართველ სტუდენტებს საკუთარი განვლილი გზის შესახებ მოუყვა, გააცნო, თუ როგორია მუშაობდე ისეთ კომპანიაში, როგორიც Google–ია. შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა მოწვეული სტუმრისაგან მცირე რჩევებიც მიიღეს, თუ როგორ შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა Google–ში.
Wednesday, December 19, 2012
Wednesday, November 21, 2012
მეორე შეხვედრა დივონ ლანთან (Divon Lan) - Google Emerging Markets Team
უკვე მეორედ, თბილისის Google ის დეველოპერების ჯგუფის წევრებს საშუალება ქონდათ შეხვედროდნენ Google-ის ბაზრის გაფართოების პროდუქციის მენეჯერ დივონ ლანს (Divon Lan).
Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფი ორიენტირებულია იმ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, სადაც Google-ის პროდუქცია სრულად არ არის წარმოდგენილი მომხმარებლებისა და დეველოპერებისთვის, და/ან არ პროდუქციას არ აქვს ლოკალური ენის მხარდაჭერა.
Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფი ორიენტირებულია იმ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, სადაც Google-ის პროდუქცია სრულად არ არის წარმოდგენილი მომხმარებლებისა და დეველოპერებისთვის, და/ან არ პროდუქციას არ აქვს ლოკალური ენის მხარდაჭერა.
Saturday, November 17, 2012
GDG თბილისი GDG -სომხეთის წარმომადგენლებს მასპინძლობს
Sunday, November 4, 2012
Android Subgroup Meetup & Demo Presentations
Thursday, September 27, 2012
ანდროიდის დეველოპერების ჯგუფის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა
Friday, September 14, 2012
Thursday, August 9, 2012
დივონ ლანის ვიზიტი საქართველოში – Google Emerging Markets Product Manager
თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით კომპანია Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფის პროდუქციის მენეჯერი, დივონ ლანი (Divon Lan) იმყოფებოდა.
Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფი მუშაობს იმ ქვეყნებთან, სადაც Google-ის ყველა პროდუქცია, სერვისი და წარმომადგენლობა არ არის დანერგილი და Google-ს სურს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება. დივონ ლანის ვიზიტის მიზანიc საქართველოსა და Google-ის შორის კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანაა.
რამდენიმე დღის განმავლობაში სტუმარმა შეხვედრები გამართა ქართულ IT კომპანიებთან, უნივერსიტეტებთან, ორგანიზაციებთან, ბლოგერებთან და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფთან.
9 აგვისტოს, GDG თბილისის დეველოპერებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლოდ განსახორციელებელ საერთო პროექტებსა და პოტენციალს: მათ შორის Google-ის პროდუქტებში ქართული ენის მხარდაჭერასა, ქართული თარგმანის, საძიებო სისტემის და რუკის გაუმჯობესებას, Google Play-ს ქართველი დეველოპერებისთვის გახსნას და ა.შ. გარდა ამისა, დაიგეგმა საქართველოში ლოკალიზაციის ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლის დაფინანსებაც Google-ის ბიუჯეტიდან მოხდება.
Wednesday, July 25, 2012
Google–ის თანამშრომლები საქართველოში – Ambulance To Mongolia
25 ივლისს თბილისში ჩამოსულები იყვნენ Google-ის თანამშრომლები, სულ სხვა საქმეზე და ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ ექსკუზიურად მხოლოდ GDG თბილისის წევრებს, ქონდათ საშუალება შეხვედროდნენ მათ და მოესმინათ საინტერესო ინფორმაცია რას საქმიანობენ, როგორია სამუშაო გარემო Google-ში, დაესვათ კითხვები და ამასთანავე, გაეგოთ მათი ვიზიტის მიზანი ანუ რას ნიშნავს "Ambulance to Mongolia".
Wednesday, June 20, 2012
Google I/O Extended Tbilisi
GDG თბილისის ორგანიზებით 27 ივნისს, 19 საათზე საქართველო მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად წელს პირველად უმასპინძლა Google-ის ყოველწლიურ და ყველაზე მასტაბურ კონფერენციის Google I/O-ს ლოკალურ ღონისძიებას – Google I/O Extended-ს.
Saturday, June 16, 2012
Sunday, May 13, 2012
Meetup # 6 - თემა: ანდროიდი
13 მაისს,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში GDG თბილისის მორიგი, მე – 6 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული თემები Android Development–ს უკავშირდებოდა:
- როგორ დავაკომპლექტოთ ეფექტური გუნდი და შევქმნათ Android აპლიკაცი
- Android აპლიკაციის პრეზენტაცია – როგორ მიმდინარეობდა მასზე მუშაობის პროცესი, რა სირთულეები იყო და ა.შ.
- Armenia Hackaton - მიმოხილვა, როგორი იყო ზოგადად Hackaton და მისი შედეგები ( რამდენი და რა დონის Android აპლიკაციები და Chrome Extesion -ები გააკეთეს 2 დღეში და სხვ) - გიორგი ტყეშელაშვილი, დემურ ნოდია
შეხვედრას 20მდე ახალგაზრდა პროგრამისტი დაესწრო.
Friday, April 27, 2012
GDG თბილისი სტუმრად სომხეთის Hackaton-ზე2012 –ზე
27 - 29 აპრილს, სომხეთის ქალაქ წახკაძორში გაიმართა Google-ის ტექნოლოგიების ჰაკატონი gt | hackathon Armenia 2012.
Hackaton - პროგრამისტების კოლაბორაციული "Coding"-ის ექსტრემალური ფორმა დროის მოკლე პერდიოში. გუნდები ერთი და იგივე ადგილას, ერთი და იმავე დროს ქმნიან და წარადგენენ საკუთარ იდეასა და აპლიკაციებს.
შეხვედრა DART ფლატფორმის ირგვლივ
27 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტში GDG თბილისის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელიც მთლიანად DART-ს დაეთმო.
Dart -ახალი ვებ დეველოპმენტის პლატფორმაა, რომლის ათვისებაც უკვე აქტიურად დაიწყეს პროგრამისტებმა. 21 აპრილიდან Dart -ის ჰაკატონი მოეწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთის 6 ქალაქში. 27 აპრილის შეხვედრაზე მათ გამოცდილება გაუზიარეს ქართველ პროგრამისტებს.
Sunday, April 1, 2012
Sunday, March 18, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)



.jpg)

