Google–ის
დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით DevFestW ანუ
ქალთა დეველოპერული ფესტივალები მოეწყო. მისი მთავარი სლოგანია “DevfestW to the Power of Women”. ინიციატივას 19 ქვეყნის 34 ქალაქი შეუერთდა.
საქართველოს უნივერსიტეტთან და ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბთან თანამშრომლობით, თბილისმა DevfestW–ს 23–24 მარტს უმასპინძლა. ღონისძიების
მიზანი იყო ქალების IT სფეროში ჩართულობის წახალისება და სოციალური ვებ პროექტების შექმნით საზოგადოების სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა.
24 მარტს საღამოს, საჯარო შეხვედრა მოეწყო სადაც მონაწილეებმა საკუთარი პროექტები წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება ქონდა მოესმინა ელენე ლაცოშვილის პრეზენტაციისთვის თემაზე "პრაგრამული კოდის სტრუქტურირება".
ღონისძიების სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
პარტნიორები:

მხარდამჭერები:
No comments:
Post a Comment