Friday, March 8, 2013

DevfestW თბილისი – შეუერთდი საერთაშორისო ღონისძიებას !


Google–ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით DevFestW ანუ ქალთა დეველოპერული ფესტივალები ეწყობა.  მისი მთავარი სლოგანია “DevfestW to the Power of Women”



საქართველო DevFestW-ს 23–24 მარტს უმასპინძლებს. ღონისძიება ორიენტირებული იქნება ქალებსა და ქალ დეველოპერებზე თუმცა არ გამორიცხავს მამაკაცების ჩართულობას. 

თბილისის Google-ს დეველოპერების ჯგუფის ინიციატივით, ორდღიანი დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში წინასწარ დარეგისტრებული მონაწილეები ჯგუფებში გადანაწილდებიან და იმუშავებენ სხვადასხვა საქველმოქმედო ვებ პროექტებზე. მეორე დღეს მოხდება პროექტების და ამ პროექტებში გამოყენებული Google-ის ტექნოლოგიების  საჯარო პრეზენტაცია.

 

ღონისძიების მიზანია  წაახალისოს ქალების ჩართულობა IT სფეროში და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას; გაზარდოს საზოგადოების ჩართულობა სამოქალაქო საქმიანობებში სოციალური საქველმოქედო ვებ პროექტების შექმნით;  

თითოეული გუნდის წევრის შემადგენლობა: 
● პროექტის იდეის ავტორი
● Front-end დეველოპერი
● Back-end დეველოპერი
● Android დეველოპერი
● ინტერფეისის დიზაინერი
ღონისძიებაზე ასევე ვიწვევთ ბლოგერებს, ფოტოგრაფებსა და საქველმოქმედო პროექტების იდეის ავტორებს.

ვებ პროექტების შესაქმენლად Google-ის შემდეგი ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული:

● Android SDK
● Chrome / HTML5
● Google Maps APIs
● YouTube APIs 

გინდა გახდე საერთაშორისო მოვლენების მონაწილე, შეხვდე საინტერესო ადამიანებს და შენი ცოდნითა და გამოცდილებით წვლილი შეიტანო საქველმოქმედო ვებ პროექტის შექმნაში?
მაშინ შეავსე, სააპლიკაციო ფორმა 2013 წლის 19 მარტამდე. 

 გაეცანით დამატებით ინფორმაციას დეველოპერული ფესტივალის იდეის შესახებ DevfestW-ის ოფიციალური გვერდზე, რუკაზე იხილავთ ყველა იმ ქვეყანას რომელიც შეურთდა ამ ინიტიატივას მათ შორის საქართველოსაც. ასევე, ქალაქების ჩამონათვალს და ღონისძიებების დეტალურ აღწერას. 



No comments:

Post a Comment