Thursday, May 9, 2013

Google I/O Extended 2013 Tbilisi

   

  შანსი მათთვის ვინც ვერ ახერხებს დაესწროს Google-ის ყოველწლიურ კონფერენციას სან ფრანცისკოში. GDG თბილისი და ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბი გაძლევთ საშუალებას თქვენს მეგობრებთან ერთად თბილისში, პირდაპირ რეჟიმში უყუროთ Google-ის ყოველწლიურ კონფერნეციას I/O-ს და პირველებმა გაიგოთ Google-ის ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

     Google I/O Extended 2013 გაიმართება ოთხშაბათს, 15 მაისს, 12:00 საათიდან 22:00 საათის ჩათვლით საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის 519 აუდიტორიაში.

Tuesday, April 23, 2013

კინოჩვენება Google Inside

23 აპრილს, GDG თბილისის და  „ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის“ ორგანიზებით საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა National Geographic-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „Google Inside” ჩვენება.

Friday, March 29, 2013

Code School Chrome DevTools - გაიარე ონლაინ უფასო კურსები, მიიღე ხარისხი და პრიზი

Google-ის მიერ შეიქმნა Discover Chrome DevTools - ინტერაქციული Code School რომელიც გასწავლით როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ  Chrome DevTools  ყველაზე ეფექტურად.

თითოეული ონლაინ კურსის დასრულების შემდეგ მოგენიჭებათ ხარისხი, ნიშანი რომელიც შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენ G+გვერდზე.

Google-ის დეველოპერთა ჯგუფის ინიციატივით, მსოფლიოს გარშემო ყველა GDG-ს შეუძლია ჩაერთოს კონკურსში, რომელიც გულისხმობს მისი წევრების ონლაინ სკოლაში დარეგისტრირებას და მიღებული ნიშნების ( badges) G+ გვერდზე გაზიარებას ჰეშტეგებით #gdg #gdgtbilisi #chromedevtools.

Sunday, March 24, 2013

DevfestW თბილისი

Google–ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით DevFestW ანუ ქალთა დეველოპერული ფესტივალები მოეწყო.  მისი მთავარი სლოგანია “DevfestW to the Power of Women”.  ინიციატივას 19 ქვეყნის 34 ქალაქი შეუერთდა. 


Friday, March 8, 2013

DevfestW თბილისი – შეუერთდი საერთაშორისო ღონისძიებას !


Google–ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით DevFestW ანუ ქალთა დეველოპერული ფესტივალები ეწყობა.  მისი მთავარი სლოგანია “DevfestW to the Power of Women”



საქართველო DevFestW-ს 23–24 მარტს უმასპინძლებს. ღონისძიება ორიენტირებული იქნება ქალებსა და ქალ დეველოპერებზე თუმცა არ გამორიცხავს მამაკაცების ჩართულობას. 

თბილისის Google-ს დეველოპერების ჯგუფის ინიციატივით, ორდღიანი დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში წინასწარ დარეგისტრებული მონაწილეები ჯგუფებში გადანაწილდებიან და იმუშავებენ სხვადასხვა საქველმოქმედო ვებ პროექტებზე. მეორე დღეს მოხდება პროექტების და ამ პროექტებში გამოყენებული Google-ის ტექნოლოგიების  საჯარო პრეზენტაცია.

Android Developer Days 2013 !





Android Developer Days(ADD) 201314–15 ივნისს, თურქეთში ანკარაში METU-ის კონვენციის ცენტრში მოეწყობა !

ADD 2013 იქნება ტექნოლოგიური "ქომუნითების" მიერ ირგანიზებული ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური და საერთაშორისო ღონისძიება ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.

პირველი ADD 700 მონაწილითა და 30 სპიკერით 2012 წლის 21–22 მაისს გაიმართა. ADD 2013 უფრო მეტ მონაწილეს, მხიარულებას და შთაგონებას გპირდებათ !


ADD ორგანიზებულია შემდეგი ჯგუფების მიერ: GDG Ankara, GDG İstanbul, ODTÜ IEEE, GDG Baku, GTUG Brussels, GDG Cluj-Napoca, GDG Dnipropetrovsk, GDG Eskişehir, GDG Konya, GDG Kyiv, GDG Lviv, GDG Samsun, GDG Tbilisi, GDG Timişoara