Wednesday, September 25, 2013

3D Modeling Challenge


DevFest Tbilisi 2013-ის ფარგლებში, 18 ოქტომბერს გაიმართება შეჯიბრი 3D მოდელირებაში, მოკლე დროში, შენობების მოდელირებაში 3D პროგრამით. კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად. პირველ ტურში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერ მსურველს ვინც თვლის რომ ფლობს 3D პროგრამას (3Ds Max).პირველი კონკურსის გამოცხადების შემდეგ,მონაწილეებს ეძლევათ 10 საათი შენობის მოდელის დასრულებისთვის და ნამუშევრების ჩაბარებისათვის. სპეციალური ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო ნაშრომს,რომელთა ავტორებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მეორე – ფინალურ ეტაპზე.


კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება 18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. კონკურსის პირობებს მონაწილეები გაეცნობიან ადგილზე.


  1. კონკურსზე გამოყენებული იქნება პროგრამები: 3Ds max 2012  და Adobe Photoshop cs5
  2. მეორე კონკურსისთვის მონაწილეებს ექნებათ უფლება მოიტანონ თავიანთი კლავიატურა და მაუსი



პირველი კონკურსის თარიღი : 10-12 ოქტომბერი
მეორე კონკურსის თარიღი    : 18 ოქტომბერი

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს პრიზს კომპანია "სამსუნგისაგან".


მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა

No comments:

Post a Comment