Tuesday, September 17, 2013

DevFest Hackathon


Google–ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით, ყოველწლიური გლობალური დეველოპერული ფესტივალი წელს მეორედ გაიმართება. ყველაზე მასშტაბური IT ღონისძიება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ დეველოპერს უმასპინძლებს. 

DevFest Tbilisi 2013-ის ფარგლებში, 19–20 ოქტომბერს გაიართება ჰაკათონი – დეველოპერული შეჯიბრი მოკლე დროში ანდროიდის მობილური აპლიკაციების შექმანაში. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მთავარია ფლობდეთ ანდროიდს, გქონდეთ ინოვაციური იდეა და გყავდეთ 2–3 წევრისაგან შემდგარი გუნდი.

სპეციალურიად ჰაკათონის მონაწილეებისათვის 17 ოქტომბერს ჩატარადრება ტრეინინგი კრეატიულ აზროვნებაში "ინოვაციური ცოდნის აკადემიის მიერ", ხოლო 18 ოქტომბერს, ანდროდის ვორქშოპი სასტუმრო რედისონში, რომელსაც უცხოელი სპეციალისტი გაუძღვება.

იდეების თემატიკა: ტურიზმი და სოფლის მეურნეობა
სამუშაო პლატფორმა :
ანდროიდი
სამუშაო საათები: 19–20 ოქტომბერი – 10:00–19:00
გუნდში წევრების რაოდენობაა: 2 - 3 ადამიანი.

ჰაკათონის დასრულების შემდეგ თითოეული გუნდი წარსდგება 4 წუთიანი პრეზენტაციით სპეციალური ჟიურის წინაშე, რომელიც მონაწილეებს სპეციალურად შედგენილი კრიტერიუმებით შეაფასებს.

ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა.


გამარჯვებული მიიღებს ფასიან პრიზებს კომპანია "სამსუნგისაგან".

კომპანია "პალიტრა მედია" საკუთარ რჩეულ გუნდს დაეხმარება ინვესტორების მოძიებასა და იდეის სტარტაპად ქცევაში.

DevFest თბილისის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,“თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი” და “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი”.

დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :

გიორგი კინწურაშვილი
GDG თბილისის მენეჯერი
Tel: 555 281868
E-Mail: giorgi.kinn@gmail.com


მიშო ბერიანიძე
GDG თბილისის მენეჯერი
Tel: 557708807

E-Mail: mishober@gmail.com

No comments:

Post a Comment