Friday, April 27, 2012

შეხვედრა DART ფლატფორმის ირგვლივ



27 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტში GDG თბილისის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელიც მთლიანად DART-ს დაეთმო. 

Dart -ახალი ვებ დეველოპმენტის პლატფორმაა, რომლის ათვისებაც უკვე აქტიურად დაიწყეს პროგრამისტებმა. 21 აპრილიდან Dart -ის ჰაკატონი მოეწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთის 6 ქალაქში. 27 აპრილის შეხვედრაზე მათ გამოცდილება გაუზიარეს ქართველ პროგრამისტებს.  




დღის განრიგი ასე გამოიყურებოდა:

  • Hangout -ვიდეო კონფერენცია  უტაჰ ტრიფათისთან ( ინდოეთის GDG -ების დეველოპერების ურთიერთობების მენეჯერი, Google ) – Dart პლატფორმის მიმოხილვა, პირადი გამოცდილების გაზიარება და რჩევები ახალგაზრდა პროგრამისტებს

  • Hangout -ვიდეო კონფერენცია  სუდარ მუთუსთან (GDG ბანგალორი) – ბანგალორის Dart ჰაკატონის მიმოხილვა, შექმნილი დემოების განხილვა, Dart პლატფორმის უპირატესობები.

  •  Dart Tech Talk (Vimeo) Dart-ის ღონისძიებების მენეჯერი და ერთ ერთი მთავარი სპეციალისტის სეტ ლადის სემინარი (http://vimeo.com/40236121)
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, პრეზენტაციებთან ერთად დემურ ნოდია დამწრეებს აჩვენე თავისი აპლიკაცია Run, Run Rudolph

No comments:

Post a Comment