Thursday, August 9, 2012

დივონ ლანის ვიზიტი საქართველოში – Google Emerging Markets Product Manager



თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით კომპანია Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფის პროდუქციის მენეჯერი, დივონ ლანი (Divon Lan) იმყოფებოდა. 


Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფი მუშაობს იმ ქვეყნებთან, სადაც Google-ის ყველა პროდუქცია, სერვისი და წარმომადგენლობა არ არის დანერგილი და Google-ს სურს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება. დივონ ლანის ვიზიტის მიზანიc საქართველოსა და Google-ის შორის კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანაა. 

რამდენიმე დღის განმავლობაში სტუმარმა შეხვედრები გამართა ქართულ IT კომპანიებთან, უნივერსიტეტებთან, ორგანიზაციებთან, ბლოგერებთან და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფთან. 

9 აგვისტოს,  GDG თბილისის დეველოპერებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლოდ განსახორციელებელ საერთო პროექტებსა და პოტენციალს: მათ შორის Google-ის პროდუქტებში ქართული ენის მხარდაჭერასა, ქართული თარგმანის, საძიებო სისტემის და რუკის გაუმჯობესებას, Google Play-ს ქართველი დეველოპერებისთვის გახსნას და ა.შ. გარდა ამისა, დაიგეგმა საქართველოში ლოკალიზაციის ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლის დაფინანსებაც Google-ის ბიუჯეტიდან მოხდება.







No comments:

Post a Comment