GDG თბილისმა ახალი 2013 წელი ქართველ Googler სანდრო ჭიაურელთან შეხვედრით დაიწყო. სანდრო ჭიაურელი Google–ის დუბლინის ოფისში მუშაობს მისი ერთ–ერთი პროდუქტის – Google Adwords–ის მიმართულებით და მის კომპეტენციას უკრაინის ბაზარი წარმოადგენს.
შეხვედრის განმავლობაში ქართველი Googler-ი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა უპირატესობები გააჩნია Google–ის პროდუქციას და როგორ უნდა მოხდეს მათი ქართულ ბაზარზე მორგება.
გარდა ამისა, სანდრო ქართველ სტუდენტებს საკუთარი განვლილი გზის შესახებ მოუყვა, გააცნო, თუ როგორია მუშაობდე ისეთ კომპანიაში, როგორიც Google–ია. შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა მოწვეული სტუმრისაგან მცირე რჩევებიც მიიღეს, თუ როგორ შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა Google–ში.
No comments:
Post a Comment