Wednesday, December 19, 2012

GeekParty Caucasus !


სად უნდა აღნიშნონ დეველოპერებმა ახალი წელი და მასთან მოახლოებული დღესასწაუელები თუ არა ონლაინ სივრცეში ანუ Hangout-ში?

19 დეკემბერს მთელი მსოფლიოს GDG -ების მასშტაბით ონლაინ GeekParty-ები მოეწყო : GeekParty კავკასია, GeekParty ცენტრალური ევროპა და GeekParty აზია.



GeekParty-ს მთავარი პრინციპი იყო: არავითარი სერიოზული თემა, აახმაურეთ Hangout-ის ყველა ეფექტი, მოირგეთ Hangout-ის კოსტუმები, მოიმზადეთ ერთი ჭიქა სასმელი და გაერთეთ ონლაინ სივრცეში.

GDG თბილისის ორგანიზებით მოწყობილ GeekParty კავკასიას საერთო ჯამში დაახლოებით 25 ადამიანი დაესწრო. უმეტესობა ქართველები, თუმცა როგორც აღმოჩნდა ჩვენს Hangout-ს საზღვრები ნამდვილად არ ქონია, მეზობელი ქვეყნის GDG სომხეთის მენეჯერის  გარდა, ვირტუალურ წვეულებას შემოუერთა GDG ბიშკეკის წევრი.




ჰენგაუთს ასევე შემოუერთდა GDG შრილანკის მენეჯერი, რომელმაც თავისი ჯგუფის აქტივობებით დაწყებული, შრილანკის საახალწლო ტრადიციებსა და ცხელ ამინდზეც კი ილაპარაკა.
Keshan Sodimana

მოგვიანებით GeekParty კავკასიას შემოუერთდა იჰარ მაჰანიოკი, რომელმაც Google-ის ციურიხის ოფისში არსებულ საახალწლო განწყობაზე ისაუბრა და ქართველ დეველოპერებს გაუზიარა Google-ში სტაჟირების გავლის/დასაქმების შესაძლებლობები.

Ihar Mahaniok

GeekParty კავკასიას ასევე ყავდა უცნობი სტუმრები ბრაზილიიდან, არაბეთის სამეფოებიდან და ბულგარეთიდან.

ჰენგაუთის ბოლოს GDG თბილისის წევრებმა Santa Wish List ანუ 2013 წელს ჯგუფის გეგმები თუ სურვილები ჩამოწერეს.



GDG თბილისი ყველა წევრს წარმატებულ და საინტერესო წელს და მიზნების ასრულებას უსურვებს !



No comments:

Post a Comment