Wednesday, November 21, 2012

მეორე შეხვედრა დივონ ლანთან (Divon Lan) - Google Emerging Markets Team

უკვე მეორედ, თბილისის Google ის დეველოპერების ჯგუფის წევრებს საშუალება ქონდათ შეხვედროდნენ Google-ის ბაზრის გაფართოების პროდუქციის მენეჯერ დივონ ლანს (Divon Lan). 



Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფი ორიენტირებულია იმ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, სადაც Google-ის პროდუქცია სრულად არ არის წარმოდგენილი მომხმარებლებისა და დეველოპერებისთვის, და/ან არ პროდუქციას არ აქვს ლოკალური ენის მხარდაჭერა.



ოთხშაბათს, 21 ნოემბერს ქართველმა დეველოპერებმა, დიზაინერებმა და Google-ის პროდუქციით დაინტერესბულმა პირებმა დივონ ლანთან ერთად სამომავლო თანამშრომლობაზე და პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს. კითხვა–პასუხის რეჟიმში, განხილული იყო საკითხები რომლებიც ეხებოდა Google-ის პროდუქტების ქართველებისათვის ხელმისაწვდომობას (მაგალითად: Google Play)




შეხვედრაზე საუბარი იყო იმ თემებზეც, რომლებიც პირველ 9 აგვისტოს შეხვედრაზე გამოიკვეთა, მათ შორის თბილისში Google-ის ლოკალიზაციის ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლის წევრებიც იზრუნებენ პროდუქციის გაქართულებასა და translate.google.com-ზე ქართული სიტყვათა ბაზის გაუმჯობესებაზე. აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია.

ასევე, სამომავლოდ შესაძლებელი იქნება ქართველი Google Map Review-ერის დანიშნვა, რომელიც იზრუნებს საქართველოს რუკის გამართულობაზე. შეხვედრის განმავლობაში ამ საკითხით დაინტერებულმა პირებმა სურვილი უკვე გამოხატეს. 

ნელ-ნელა საქართველოსა და Google-ის ურთიერთობები წინ მიიწებს, ამაზე მოკლე პერიოდში დივონ ლანის ორი ვიზიტიც მეტყველებს. 

ასე რომ, სამომავლოდ დაველოდოთ ბევრ საინტერესო პროექტებს ! თუ გაქვთ პროექტის იდეა ან გსურთ თქვენი ხმა მიაწვდინოთ დივონ ლანს, გთხოვთ დაგვიკავშირდით. 

შეხვედრის სურათები შეგიძლიათ იხილოთ Google + ის და Facebook-ის გვერდზე.


No comments:

Post a Comment