Thursday, September 27, 2012

ანდროიდის დეველოპერების ჯგუფის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა


27 სექტემბერს, ანდროიდის დეველოპერების ჯგუფის პირველი საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. ჯგუფში გაწევრიანების სურვილით შეხვედრას დაახლოებით 35 ადამიანი დაესწრო.






შეხვედრაზე საუბარი იყო ჯგუფის კონცეფციაზე, სამომავალო გეგმებზე, ერთად მუშაობის სტილზე და ა.შ. ასევე დასასრულს მოხდა რამდენიმე ანდროიდ აპლიკაციის პრეზენტაცია და ერთმენეთისთვის გამოცდილების გაზიარება.



საორიენტაციო შეხვედრის შედეგად ჯგუფი ინტერესების და გამოცდილების მიხევით კიდევ სამ ნაწილად დაიშალა იმისთვის რომ უფრო ეფექტური და მეგობრული გარემო იყოს. შესაბამისად გვაქვს 3 ე.წ. თიმი : 1. Java Developers (საწყისი ეტაპი), 2. Game Developers, 3. Advanced Android Developers. შეხვედრები უკვე გაიმართა და ეს ჯგუფები სისტემატურად კვირაში ერთხელ გაიღრმავებენ ცოდნას და იმუშავებენ კონკრეტულ იდეებზე, პროდუქტებზე. მიუხედავად იმისა, გაიარეთ თუ არა ონლაინ რეგისტრაცია ან იყავით თუ არა პირველ ივენთზე, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია GDG თბილისის Facebook და G+ გვერდებზე დაიდება:)

შეხვედრის სურათები იხილეთ აქ

No comments:

Post a Comment