Tuesday, April 23, 2013

კინოჩვენება Google Inside

23 აპრილს, GDG თბილისის და  „ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის“ ორგანიზებით საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა National Geographic-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „Google Inside” ჩვენება.

ფილმი შეეხებოდა კომპანია „Google”-ის გზას წარმატებისაკენ, თუ როგორ შექმნა მან მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური კორპორაცია და რა დგას მისი წარმატების უკან.

ფილმის დასასრულს დამსწრე სტუდენტებისათვის გაიმართა ვიქტორინა, რომელიც Google-ის შესახებ კითხვებს მოიცავდა. ვიქტორინაზე გათამაშდა “GDG Tbilisi”-ის მიერ დაწესებული პრიზები.




1 comment: