Monday, June 24, 2013

Ecahack ჰაკათონის დღის განრიგი




Ecahack ჰაკათონი - თბილისი 

Ecahack ჰაკერული მარათონი ეწყობა IT ინოვაციების კვირეულის ფარგლებში

 ჩატარების დრო: 28- 30 ივნისი, 2013

ორგანიზატორები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, "თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი" და "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი"

მხარდამჭერები: საქართველოს უნივერსიტეტი, Samsung, Gulf


დღის განრიგი:

28 ივნისი

10:00 - 10:15 ჰაკათონის გახსნა, გუნდების მიერ აპლიკაციის იდეების წარმოდგენა (რის მიღწევას აპირებენ ამ 3 დღის განმავლობაში)

10:15 - 13:00  აპლიკაციებზე მუშაობა
13:00 - 14:00 ლანჩი
14:00 - 18:00 აპლიკაციებზე მუშაობა
18:00 - 21:00 ღონისძიება Startup Evening მოწვეული სპიკერების მონაწილეობით და Networking

Thursday, June 20, 2013

რჩვები ჰაკათონისთვის - როგორ ჩამოვაყალიბოთ გუნდი და იდეა

გინდათ მონაწილეობა მიიღოთ ჰაკათონში და არ გაქვთ იდეა ან სწორად შედგენილი გუნდი?

ხელი არ ჩაიქნიოთ, საქმე იმაზე ბევრად მარტივად არის ვიდრე თქვენ გგონიათ !

ოქროს წესი: ის დიადი აპლიკაციის იდეა რომელზე ფიქრსაც უამრავ დროს ანდომებთ, თქვენ ირგვლივ არის.

Saturday, June 15, 2013

Ecahack თბილისი - ჰაკათონი 28-30 ივნისს !


28-30 ივნისს, თბილისში  ecaHack ჰაკათონი, ანუ მარათონი კოდირებაში, გაიმართება. ღონისძიება დროის მოკლე პერიოდში კოდის წერის და ჯგუფური მუშაობის ექსტრემალური, უნიკალურ, საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს. 

ecaHack აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20 ქალაქში იმართება. თბილისის შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი, საქართველოს სახელით ბუქარესტში ფინალურ ჰაკათონზე გამეგზავრება. გამარჯვების შემთხვევაში კი 3 თვიან მენტორულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მეშვეობითაც დახვეწავს საკუთარ ბიზნეს იდეას და მას მსოფლიო დონის IT Startup -ად აქცევს. 

პლატფორმა: 
მარათონი ანდროიდის პლატფორმაზე დაფუძნებულ მობილური აპლიკაციების შექმნას მოიაზრებს.თუმცა, მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ გუნდებსაც რომლებიც სხვა მობილურ პლატფორმაზე შექმიან აპლიკაციებს.


Friday, May 31, 2013



Android Developer Days is reloaded for 2013

Last chance to participate one of the largest developer event in Europe

Well-known names of Android Community will give speech about on various topics of Android on ADD 2013.  

Sponsors: Turkcell, Qualcomm, Blackberry, Paypal, Alcatel, İş Bank, Pozitron,  STM,  Netmera, Texas Instruments, ShiftDelete.net, Webrazzi, Tivilog, Btnet.com.tr, BThaber, Radio METU, indir.com, Pusula Publishing, Koza Publishing, Seçkin Publishing, paylas.com, PeakGames, METU Technopolis, Jetbrains

Thursday, May 9, 2013

Google I/O Extended 2013 Tbilisi

   

  შანსი მათთვის ვინც ვერ ახერხებს დაესწროს Google-ის ყოველწლიურ კონფერენციას სან ფრანცისკოში. GDG თბილისი და ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბი გაძლევთ საშუალებას თქვენს მეგობრებთან ერთად თბილისში, პირდაპირ რეჟიმში უყუროთ Google-ის ყოველწლიურ კონფერნეციას I/O-ს და პირველებმა გაიგოთ Google-ის ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

     Google I/O Extended 2013 გაიმართება ოთხშაბათს, 15 მაისს, 12:00 საათიდან 22:00 საათის ჩათვლით საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის 519 აუდიტორიაში.

Tuesday, April 23, 2013

კინოჩვენება Google Inside

23 აპრილს, GDG თბილისის და  „ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის“ ორგანიზებით საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა National Geographic-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „Google Inside” ჩვენება.