Thursday, June 20, 2013

რჩვები ჰაკათონისთვის - როგორ ჩამოვაყალიბოთ გუნდი და იდეა

გინდათ მონაწილეობა მიიღოთ ჰაკათონში და არ გაქვთ იდეა ან სწორად შედგენილი გუნდი?

ხელი არ ჩაიქნიოთ, საქმე იმაზე ბევრად მარტივად არის ვიდრე თქვენ გგონიათ !

ოქროს წესი: ის დიადი აპლიკაციის იდეა რომელზე ფიქრსაც უამრავ დროს ანდომებთ, თქვენ ირგვლივ არის.
ყველაზე წარმატებული აპლიკაციები თუ ბიზნეს პროექტები სწორედ მარტივი ნაბიჯებით და მიზნებით იწყება.

იდეა

უბრალოდ დაფიქრდით, რა წარმოადგენს ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს, რა ამოცანების შესრულება ან ინტერესების დაკმაყოფილება უწევთ მათ და როგორ შეგიძლიათ მათი ცხოვრება და საქმიანობა გაამარტივოთ,  გახადოთ უფრო ეფექტური.

ამჯერად, ჩვენი Ecahack ჰაკათონის თემას სოციალურ-ეკონომიკური აპლიკაციები  წარმოადგენს, ანუ ეს არის ყველაფერი რაც ეხება:
  • განათლებას 
  • ჯანმრთელობას 
  • სპორტს
  • გართობას
  • ხელოვნებას
  • სოფლის მეურნეობას
  • მეწარმეობას 
  • და სხვა და სხვა...
მაგალითად,  შექმენით აპლიკაცია რომელიც  მომხმარებელს შესთავაზებს ელექტორნულ წიგნებს, კურსებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარს, რუკაზე დატანილ მისამართებს და ა.შ

თქვენი აპლიკაციით გაუწიეთ პროპაგანდა ჯანსაღი ცხოვრების წესს; მომხმარებელს მიეცით საშუალება შექმნას საკუთარი დღის რეჟიმი, მარტივად აკონტროლოს საკუთარი კალორიები, დაიცვას დიეტა, ვიდეოების საშუალებით აჰყევს ინსტრუქტორს და ივარჯიშოს. ასევე, შეიძლება იფიქროთ ისეთ აპლიკაციაზე რომელიც განვლილ კილომეტრებს დაითვლის და ა.შ.

გართობის კუთხით, შესთავაზეთ მომხმარებელს ცნობარი, რა როდის და სად ხდება, როგორ შეუძლია დასწრება და ა.შ.

შექმნით აპლიკაცია რომელიც რუკაზე დაიტანს ქალაქში არსებულ ბანკომატებს ანდაც ორმოებს გზებზე :)

იფიქრეთ მარტივად და ამავე დროს შემოქმედებითად !


გუნდი


ჰაკათონში გამარჯვებისათვის და ზოგადად რაიმე ინიციატივის ან  ბიზნესის წამოწყებისათვის აუცილებელია გყავდეთ ერთად შეკრული გუნდი, რომელთა შორისაც გადანაწილებულია მოვალეობები და უსაზღვროდ დიდია ენთუზიაზმი.  
შესაძლოა თქვენი გუნდი შედგებოდეს მხოლოდ დეველოპერებისაგან, და მათ შორისვე იყვნენ ისეთები რომლებიც ერთდროულად  იზრუნებენ დიზაინზე, User Friendly აპლიკაციის ფუნქციებზე და მის ტექნიკურ გამართულობაზე.






აპლიკაციის ფუნქციები

როდესაც აარჩევთ სასურველ იდეას, გონებრივი შტურმის საშუალებით ასევე ჩამოწერეთ ყველა ის ფუნქცია რომელიც შეიძლება თქვენ აპლიკაციას ქონდეს. ამასთანავე, იფიქრეთ თუ რა ტექნოლოგიების გამოყენება დაგჭირდებათ ამ ყველაფრის მისაღწევად.  ეცადეთ რაც შეიძლება მეტად მოხერხებული და მარტივი იყოს იგი მომხმარებლისთვის. არ არის აუციელებელი ყველა მონაცემი თუ ინფორმაციული ბაზა თქვენ თვითონ შექმნათ, უბრალოდ მოახდინეთ უკვე არსებული  ბაზებისა თუ სერვისების,  თქვენ აპლიკაციში  ეფექტურად ინტეგრირება


Pitch 
ჰაკათონის დასასრულს, ყველა გუნდი ჟიურის წინაშე წარმოადგენს საკუთარ აპლიკაციას. პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს მთავარი იდეისა და ფუნქციების აღწერას, ასევე მათ უშუალო დემონსტრაციას. თქვენ მოგეცემათ არაუმეტეს 3-5 წუთი ჟიურის დასარწმუნებლად, რომ თქვენ ხართ ის საუკეთესო გუნდი, რომელიც საქართველოს სახელით ფინალზე გაემგზავრება.
პრეზენტაციების მომზადებისას ხართ თავისუფალი და შეგიძლიათ მიმართოთ სხავდასხვა ხერხსა თუ კომპიუტერულ პროგრამას. 


ჰაკათონის დამატებითი წესები:


  • ჰაკათონში მონაწილეობისათვის არ არსებობს რაიმე ასაკობრივი შეზღუდვა;
  • უშუალოდ ჰაკათონამდე, გუნდს შესაძლოა უკვე დაწყებული ქონდეს აპლიკაციაზე მუშაობა, სრულად ჩამოყალიბებული ქონდეს იდეა, დიზაინი ან შექმნილი ქონდეს მონახაზი. მთავარი არის ის, რომ აპლიკაცია რ უნდა წარმოადგენს დასრულებულ, რომელიმე მარკეტზე ატვირთულ ან სხვამხრივ ექპლუატაციაში მიღებულ პროდუქტს. 
  • ჰაკათონი 28 - 30 ივნისის განმავლობაში გაიმართება, დილის 10 საათიდან დაახლოებით 6-7 საათამდე. საერთო ჯამში, ადგილზე მონაწილეებს 24 საათი მიეცემათ.  გუნდის წევრებს შეუძლიათ სურვილისამებრ განაგრძონ აპლიკაციაზე მუშაობა ღონისძიების ჩატარების ადგილიდან წამოსვლის შემდეგაც. თუმცა, მათ არ უნდა დაეხმაროს სხვა გარეშე პირი. 

და ბოლოს:   Ecahack ჰაკათონის ორგანიზატორები ვურჩევთ ამ სფეროში დაინტერესებულ ყველა პირს მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში. მათაც ვინც ფიქრობს რომ არ არის საკმაოდ კვალიფიციური ასეთი კონკურსისათვის.  

გამარჯვების და სპონსორებისაგან დაწესებული პრიზების გარდა ეს ღონისძიება იძლევა ძალიან დიდ გამოცდილებას და საინტერესოდ გატარებულ უქმეებს ;) 


დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
ნინო ნანიტაშვილი, გიორგი კინწურაშვილი,
nino.nanitashvili@gmail.com, giorgi.kinn@gmail.com
599210067, 555281868 

No comments:

Post a Comment