Saturday, February 18, 2012

GADC – Tbilisi GTUG 2nd event – მეორე ივენთი



18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, შედგა Tbilisi GTUG-ის მეორე შეხვედრა, რომელმაც საინტერესოდ ჩაიარა.  შეხვედრას 50-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
ივენთის დასაწყისში Mountain View-დან, ჰენგაუთით ქართველ gtug-ერებს ვან რიპერი მიესალმა, რომელიც მსოფლიო GTUG-ების  ორგანიზატორია.  ამის შემდეგ motivation speech-ით აუდიტორია სოსო ძმანაშვილმა დალაშქრა: ) მან GTUG-ის მომავალზე და პერსპექტივაზე ისაუბრა და ყველას აქტიურობისკენ და ჩართვისკენ მოუწოდა.  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველებს ჩვენი სტივ ჯობსი გვყავს : )


შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამი პრეზენტაცია თემებზე:
  • Android Overview – რეზო ზაკალაშვილი & გიორგი ტყეშელაშვილი
  • Google Web Toolkit – დავით ჭოხონელიძე
  • Google Earth/Sketchup – მიშო ბერიანიძე
ბოლოსკენ, Kyiv GTUG-იდან ვლადიმერ ივანოვი ჩაგვერთო ჰენგაუთით.
შეიძლება ითქვას, რომ პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. შეხვედრამ კარგად ჩაიარა.
 სავარაუდოდ შემდეგი შეხვედრა 2 კვირის თავზე შედგება. შეხვედრის ადგილი და დეტალები მომავალში გაირკვევა.
კარგი იქნება თუ მომავალში პრეზენტაციები voting სისტემით გავა ხოლმე, რათა მაქსიმალურად საინტერესო  და სასარგებლო იყოს აუდიტორიისთვის და აქტივობაც მეტი იყოს.  ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარმოადგინოს თემა ინტერესის სფეროდან, რომელზეც სურს საუბარი/პრეზენტირება, ხოლო შემდეგ ჯგუფი თვითონ გადაწყვეტს ხმისმიცემით, თუ რომელი პრეზენტაციის მოსმენა სურს ივენთზე.
თემებზე/პრეზენტაციებზე ფიქრი შეგიძლიათ დღესვე დაიწყოთ, რადგან შემდეგ ივენთამდე არც თუ ისე დიდი დროა ! : )
პ.ს. დღევანდელი ივენთის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 18Feb-Photos 

1 comment: