Sunday, March 4, 2012

GTUG Breaks Free !



თბილისი GTUG-ის რიგით მესამე შეხვედრა 4 მარტს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა. თავისუფალ გარემოში შეხვედრას დაახლოებით 45 ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ძალიან დატვირთული გამოვიდა.


მომხსენებელთა შორის იყვნენ: შოთა გიორგობიანი – ფინანსთა სამინისტროს მთავარი პროგრამისტი, რომელმაც ძალიან საინტერესო და დეტალური პრეზენტაცია გააკეთა Developing Better Software Products-ზე, სადაც პროდუქტის ინიცირებაზე, მის მასშტაბიანობაზე, მუშაობის პროცესში სამუშაობს ჯგუფის წევრებში გადანაწილებაზე, სტანდარტიზაცია-დოკუმენტაციასა და პროდუქტის ტესტირებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდა ასევე სოსო ძმანაშვილი- კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ლექტორი და RESTful Web Service-ებზე ისაუბრა.
მცირე გამოსვლები ჰქონდათ უშუალოდ GTUG-ის წევრებს, ახალგაზრდა პროგრამისტებს, რომელთაც წინა შეხვედრის გამოწვევა მიიღეს და აპლიკაციებზე იმუშავეს. ესენი იყვნენ: გიორგი ტყეშელაშვილი, დემურ ნოდია და ირაკლი შეყლაშვილი, რომლებმაც ქართულ-ინგლისურ და ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე იმუშავეს და მისი ბეტა ვერსია წარმოადგინეს და იქვე სხვადასხვა feature-ბის დამატება და დახვეწაც დააანონსეს;  ასევე ელენე ლაცოშვილი – სატესტო აპლიკაცია რომელიც მორგებულია jobs.ge-ის საიტზე, ინახავს და ფილტრავს ვაკანსიებს და ასე შემდეგ (ჯერჯერობით პირველადი სამუშაოები წარმოადგინა, ბოლომდე დასრულებული ყველა feature-ით არ არის); ლევან ველიჯანაშვილი – წარმოადგინა მის მიერ შექმნილი სამი აპლიკაცია: 1. თამაში X-O – ერთდროულად თამაშრობს ორი ადამიანი. 2. ელექტრონული ფოსტის გაგზავნის აპლიკაცია. 3. ქართული კლავიატურა, სადაც ჭ ღ თ ძ ჟ შ ასოების კლავიშებია დამატებული.
შეხვედრაზე ასევე მოხსენება გააკეთეს მიხეილ ბერიანიძემ, გიორგი ნადირაშვილმა და დავით ხატიაშვილი (ITincubator) – რომლებმაც საკუთარ მიმდინარე და შესრულებულ პროექტებზე ისაუბრეს, ესენია : Flash თამაშები, რომლებიც უკვე დევს მარკეტზე; იგეგმება Geo3D პროექტი – თბილისის და შემდეგ მთლიანად საქართველოს დატანა Google-ის რუკაზე 3 განზომილებიან ფორმატში, ისეთში როგორიც აქვს დიდ ქალაქებს, მაგალითად ნიუ იორკს; ისინი ასევე მუშაობენ Getube-ზე ანუ Youtube-ის ქართული ვერსიაზე რომელიც იქნება Youtube-ის პლატფორმაზე და იქნება ქართველ მომხმარებელზე გათვლილი.
მომდევნო შეხვედრა გაიმართება სავარაუდოდ ისევ ორ კვირაში და ტექნიკურ უნივერსიტეტში. როგორც თავად GTUG-ერები ამბობენ, განწყობა ძალიან კარგია. შეხვედრებზე ჩნდებიან ახალ-ახალი სახეები, ასე რომ თბილისი GTUG აქტიურ ფაზაში შედის.
შეხვედრის ფოტოები იხილეთ აქ: GTUG BREAKS FREE ! 
4 მარტზე წარმოდგენილი პრეზენტაციების სლაიდები:
1. შოთა გიორგობიანი – Developing Better Software Products
2. იოსებ ძმანაშვილი - RESTful Web Services

პიტჩები:
1. ელენე ლაცოშვილი – Jobs.ge for Android
2. დემურ ნოდია, ირაკლი შეყლაშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი – Geo-Eng / Eng-Geo Dictionary
3. ლევან ველიჯანაშვილი –  TicTacToe + Cafa Mailer + GeoKeyboard

No comments:

Post a Comment