Monday, September 10, 2012

სალომე ვახტანგაძე


სახელი და გვარი: სალომე ვახტანგაძე

ასაკი: 25 წლის 

განათლება:  თსუ გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტერულ მეცნ. ფაკულტეტი (BS/MS). მაქვს MS in Computer Science from NYU.

პოზიცია Google-ში: Googleის ნიუ იორკის ოფისში ვმუშაობ წელიწადზე მეტია  Search Infrastructure-ში

რატომ Google:  სამუშაო გარემო არის შესანიშნავი, ეს ცნობილი ფაქტია რომ Google როგორც კომპანია ზრუნავს თანამშრომლებზე, და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ თანამშრომლები იყვნენ ბედნიერები და ქონდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. არის თითქმის შეუზღუდავი სამუშაო გრაფიკი და ძალიან გენდობიან. შედეგად თანამშრომლები მუშაობენ ძირითადად როცა მათ უნდათ და არა როცა უფროსი ეტყვის ამას, რაც საგრძნობლად ზრდის პროდუქტიულობას. 

მე პირადად ამ კომპანიის ყველაზე დიდ პლიუსად მაინც თანამშრომლები მიმაჩნია. არის ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტები და სწავლობ ძალიან ბევრს თანამშრომლებისაგან. ეს გეხმარება ჩამოყალიბდე კარგ software engineer-ად, რაც ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია იმიტომ რომ ეს ჩემი პირველი სამსახურია.

დაუკავშირდი სალომეს G+ ზე

No comments:

Post a Comment