Friday, September 14, 2012

GDG თბილისის ფარგლებში ანდროიდის დეველოპერების ჯგუფი ყალიბდება – დარეგისტრირდი !



თუ ხარ დაინტერესებული ანდროიდის პროგრამირებით, გინდა გაიღრმავო ცოდნა ამ სფეროში და იმუშაო კონკრეტულ პროექტებსა და აპლიკაციებზე მეგობრულ და გახსნილ გარემოცვაში –  შეავსე სააპლიკაციო ფორმა 22 სექტემბრამდე და შემოურთდი თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის -  GDG თბილისის  ანდროიდის დეველოპერების ჯგუფს !




ანდროიდის დეველოპერების ჯგუფი არის თვითგანვითარებადი ქომუნითი რომლის მიზანია :

* ერთმანეთთან დააკავშიროს სხვადასხვა გამოცდილების და ცოდნის მქონე ადამიანები რომლებსაც აერთიანებს ინტერესი ანდროიდზე დეველოპმენტის მიმართ. 

* მისცეს მათ საშუალება რეგულარულად შეხვდნენ ერთმანეთს და გაცვალონ ინფორმაცია.

* ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, როგორიცაა ტრეინინგი, ერთოვლივი პროექტები, ჰაკატონი თუ სხვა.

* ანდროდის აპლიკაციის დამზადებით დაინტერესებული ბიზნესი თუ სახელმწიფო სტრუქტურები დააკავშიროს ჯგუფის წევრებთან.

* დამსაქმებლების უზრუნველყოფა კვალიფიცირებული კადრებით ამ სფეროში.

ჩაერთე ამ ინიციატივაში და ანდროიდის პროგრამირების მიმართულებით გაზარდე შენი და შენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობა ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე !  

ჯგუფი ღიაა ყველა ანდროიდით დაინტერესებული გამოცდილი თუ დამწყები დეველოპერისთვის ! 

No comments:

Post a Comment